Friday, October 16, 2009

რატომ ვამბობთ ასე?


პროექტის სახელი რატომ ვამბობთ ასე?

პროექტის მოკლე აღწერა – უნდა გამოვიკვლიოთ ქართული მხატვრული გამოთქმები.

პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები გამოიკვლევენ ქართულ მხატვრულ გამოთქმებს, მათ წარმომავლობას.შესაძლებლობების ფარგლებში დაადგენენ, საქართველოს რომელი კუთხიდან შეიძლება მომდინარეობდეს იგი. ანდა, თუ ადგილობრივი წარმომავლობისა არაა, გამოიკვლევენ მათი ქართულ მეტყველებაში დამკვიდრების ისტორიას. გარდა ამისა, გამოარკვევენ მხატვრულ გამოთქმათა ასე წარმოთქმის შესაძლო მიზეზს. ამ მიზნით მოიძიებენ სხვადასხვა ლიტერატურას, გაესაუბრებიან თავიანთ მშობლებს, ბებია–ბაბუებს, და საერთოდ, უფროს ადამიანებს. ასევე შეძლებისდაგვარად მოიძიებენ მსგავს გამოთქმებს მათთვის ცნობილ უცხო ენებში.

მონაწილეთა ასაკი – 12 – 13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა – 3 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას – მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან მშობლიურ ენას, შეიგრძნობენ მის სიღრმესა და სილამაზეს. მომზადებული მასალა განთავსდება ინტერნეტში, ამასთანავე მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარს, გაიმართება შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები.

სარგებელი სხვებისთვის – უკეთ გაეცნობიან ქართულ მხატვრულ გამოთქმებს.

სამუშაო ენა – ძირითადად ქართული, ასევე, შესაძლებელია სამუშაო ენად გამოყენებულ იქნას რუსული, ინგლისური, გერმანული, სომხური...

მონაწილეები სხვა სკოლიდან – შესაძლოა ჩაერთნენ პროექტში სხვა სკოლის
მოსწავლეები და პროექტს მიეცეს შეჯიბრის სახე – ვინ უფრო მეტ ინფორმაციას მოიძიებს.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირ – ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ქართულში (ღრმად გაეცნობიან მშობლიურ ენას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს), ისტორიაში (მხატვრულ გამოთქმათა ძიებისას, გამოიკვლევენ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს), გეოგრაფიაში (მხატვრულ გამოთქმათა ძიებისას, უკეთ გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, იქაურ დიალექტს), უცხო ენებში (გაეცნობიან სხვა ენათა სტრუქტურას, ლექსიკას), საინფორმაციო ტექნოლოგიებში (მოძიებული მასალის ინტერნეტში ატვირთვით, მასალის საპრეზენტაციოდ მომზადებით).

პროექტის ფასილიტატორი – ეკატერინე კუზანაშვილი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა – ekaterine1970@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი – frazeologizmi.blogspot.com